კონფერენციაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ბულგარეთი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას და უვიზო რეჟიმის ამოქმედებას: “ადამიანებს სჭირდებათ ზრდა, ეფექტური სასამართლო სისტემა, მედია თავისუფალი და არა რომელიმე ძალის მიერ მართული. ჟურნალისტები მოქალაქეებს უნდა უყვებოდნენ ნამდვილ ამბავს, მოქალაქეები უნდა ჩავრთოთ მართვის პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და მათ წახალისებას უნდა შევუწყოთ ხელი”.
კონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა თამარ ბერუჩაშვილმა: “ქართველებმა გააკეთეს არჩევანი და ეს ევროპული არჩევანია”.
შეხვედრას ასევე ესწრება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც საჯაროდ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.
დღესვე დაგეგმილია ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.
სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ლიტვის საპატიო კონსული თემურ უტიაშვილი იქნება.
რამდენიმე წუთში დაიწყება ორმხრივი შეხვედრები. მოეწყობა 6 თემატური სესია.