ახალი ამბები

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ირანის რევოლუციური გვარდია იღებს

11 იანვარი, 2020 • 1333
უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ირანის რევოლუციური გვარდია იღებს

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

ირანის მთავრობამ, დღეს 11 იანვარს აღიარა, რომ უკრაინული ბოინგი მათ “შემთხვევით” ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფამ 176 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რევოლუციური გვარდიის საჰაერო სივრცის ხელმძღვანელის, ამირალი ჰაჯიზადეს თქმით მას სიკვდილი ერჩივნა მსგავსი ინციდენტის ნახვას.

თავდაპირველად, ამერიკული მედია და ასევე, კანადისა და აშშ-ს ხელისუფლება აცხადებდნენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რასაც კატეგორიულად უარყოფდა ირანი. თუმცა ტრაგედიის პირველივე წუთიდან არაერთი საეჭვო გარემოება მიუთითებდა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ირანი ამ დრომდე უარყოფდა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის BOEING 737-800, სარეგისტრაციო ნომრით PS752, ჩამოგდებას. თვითმფრინავი 8 იანვარს, აფრენიდან მალევე, თეირანის გარეუბანში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

ვიდეოზე აღბეჭდილია სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება – New York Times

მასალების გადაბეჭდვის წესი