ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდება

10 იანვარი, 2020 • 1354
აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდება

 აფხაზეთიs დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის საჩივარი დააკმაყოფილა – გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის შედეგადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი კვლავ რაულ ხაჯიმბა გახდა.

არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას ითხოვდა ოპოზიციის კანდიდატი ალხას კვიცინია, რომლის სარჩელიც სასამართლომ თავიდან არ დააკმაყოფილა. გუშინ, 9 იანვრის სასამართლო პროცესზე კი, ოპოზიციამ მოსამართლის აცილება მოითხოვა. პოლიტიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, დღევდანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე შეცვალეს.

გარდა ამისა, ოპოზიციონერებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი