“სამწუხაროდ, ზოგიერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ვერ მიიღო პირველი ევროპული თამაშების გაშუქების შესაძლებლობა. სირცხვილია, რომ ჟურნალისტებს ამის საშუალება არ მისცეს. თუ უარის თქმის მიზეზი იყო ის, რომ ჟურნალისტებისთვის არ მიეცათ ნეგატიური შეფასებების გაკეთების საშუალება, საბოლოო შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. უამრავი ნეგატიური სტატია დაიწერა. სხვადასხვა აზრის მოსმენა ძლიერი დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია”, – განაცხადა ელჩმა.
“გარდიანის” ცნობით, მის ჟურნალისტს, რომელსაც ბაქოს ევროპული ოლიმპიური თამაშების გაშუქება სურს, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |