ახალი ამბები

პოლონეთის სეიმმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში სსრკ და ნაცისტური გერმანია თანაბარ დამნაშვეებად გამოაცხადა

10 იანვარი, 2020 • 1891
პოლონეთის სეიმმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში სსრკ და ნაცისტური გერმანია თანაბარ დამნაშვეებად გამოაცხადა

პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში თანაბრად დამნაშავეები არიან სსრკ და გერმანია. ამის შესახებ ინფორმაცია სეიმის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

დოკუმენტში სეიმმა აგრეთვე დაგმო რუსეთის „ხელისუფლების წარმომადგენლების პროვოკაციული და ცრუ განცხადებები“.

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ორივე მხარის პირველი მსხვერპლი პოლონეთი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გახდნენ. პარლამენტარებმა აგრეთვე ხაზი გაუსვეს მოლოტოვ-რიბენტროპის „სამარცხვინო“ პაქტს, რომლის შემდეგაც მალევე ომი დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მომხდართან დაკავშირებით Facebook-ზე დაწერა:

„ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ როგორც ინკვიზიციის დროს, პოლონეთის სეიმმა მეცნიერება ერესად გამოაცხადა, ხოლო ისტორიული ფაქტების მხარდამჭერები ჯადოქრობაში დაადანაშაულა. ასე ამარცხებს იდეოლოგია სიმართლეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი