ახალი ამბები

მეწარმე, რომელიც საბაგიროს ჟეტონებად საბჭოთა ხურდებს იყენებდა, სუს-მა გააფრთხილა

10 იანვარი, 2020 • 1060
მეწარმე, რომელიც საბაგიროს ჟეტონებად საბჭოთა ხურდებს იყენებდა, სუს-მა გააფრთხილა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს–ის სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა „თავისუფლების ქარტიამ“კერძო მეწარმეს გაფრთხილება მისცა  ბაკურიანში ე.წ ოცდახუთიანების საბაგიროზე საბჭოთა სიმბოლიკის შემცველი რუსული რუბლის ჟეტონებად გამოყენების საკითხზე.

“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედმა „თავისუფლების ქარტიამ“, საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ მიმართა ინდივიდუალურ მეწარმეს, არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები”, – ნათქვამია სუს-ის მეირ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

საქართველოს კანონმდელობით, აღნიშნული ქმედება მიიჩნევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პირველ სანქციად განიხილება გაფრთხილება, ხოლო დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით.

მთავარი ფოტო: ანა მარშანია

მასალების გადაბეჭდვის წესი