ახალი ამბები

იაპონელი მილიარდერი ტვიტერზე თავის გამომწერებს 9 მილიონ დოლარს დაურიგებს

10 იანვარი, 2020 • 1734
იაპონელი მილიარდერი ტვიტერზე თავის გამომწერებს 9 მილიონ დოლარს დაურიგებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა ტვიტერზე თავისი ანგარიშის გამომწერებს 9 მილიონ აშშ დოლარს დაურიგებს. მისი თქმით, ესაა „სოციალური ექსპერიმენტი“, რომელშიც გაირკვევა, რამდენად გააბედნიერებს გამომწერებს მისი საჩუქარი. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

მაეზავა აპირებს, შემთხვევითობის პრინციპით აარჩიოს 1 000 მომხმარებელი იმ ადამიანებიდან, რომელმაც მის ტვიტს, სადაც ის კონკურსის შესახებ აცხადებდა, „რეტვიტი გაუკეთეს“. მომხმარებლები 10 მილიონ იენს – 9 000 დოლარს მიიღებენ, ხოლო ამ თანხის გავლენას ჩვეუელბრივი გამოკითხვით გაარკვევენ.

„ეს სერიოზული სოციალური ექსპერიმენტია“, – განაცხადა მაეზავამ YouTube-ზე. მან ისიც აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებისა და ეკონომისტების მოზიდვის იმედი აქვს.

მან მსგავსი სოციალური ექსპერიმენტის ჩატარებისკენ მსოფლიოს სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მილიარდერებსაც მოუწოდა. როგორც მაეზავა ტვიტერზე წერს, მას აინტერესებს, რა გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებაზე აღნიშნული ექსპერიმენტი და გაზრდის თუ არა ეს მათ პროდუქტიულობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი