ახალი ამბები

თამაზაშვილი: ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაქციოთ!

17 ივნისი, 2015 •
თამაზაშვილი: ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაქციოთ!

“საშინელებაა!!! 

 

მოატყუო შენი მოქალაქეები, გაწირო ადამიანები იმის გამო, რომ ცხოველი არ მოეკლათ- ეს ავადმყოფობაა უკვე!!!
ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაგციოთ!!” – წერს თამაზაშვილი.


 

საშინელებაა!!! მოატყუო შენი მოქალაქეები, გაწირო ადამიანები იმის გამო, რომ ცხოველი არ მოეკლათ- ეს ავადმყოფობაა უკვე!!!ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაგციოთ!!

Posted by ალექსანდრე თამაზაშვილი on Wednesday, June 17, 2015

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი მოკლა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. იგივე თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ. 

 

ზოოპარკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ გუშინ, 16 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ერთ ვეფხვს, აფთარსა და დათვს ვერ პოულობდნენ, თუმცა იმავე დღეს ლიბერალმა გაავრცელა ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინტერვიუ, რომელიც 15 ივნისს ჩაწერს, სადაც იგი ამბობს: “ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.”

 

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და დაკითხვაზე ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დაიბარეს.

 

შენიშვნა: ალექსანდრე თამაზაშვილის ზემოთ აღნიშნული განცხადება შეიცავს შეურაცხმყოფელ ტერმინებს, თუმცა მას ვაქვეყნებთ იმის გამო, რომ ის არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ალექსანდრე თამაზაშვილი
ალექსანდრე თამაზაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი