ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი სამართალდამცველებს მოუწოდებს, მოქალაქეებს არ დაუპირისპირდნენ

10 იანვარი, 2020 • 1556
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი სამართალდამცველებს მოუწოდებს, მოქალაქეებს არ დაუპირისპირდნენ

დღეს, 10 იანვარს, აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, მოქალაქეებს და სამართალდამცველებს მოუწოდა.

კვიცინია მოქალაქეებს სთხოვს, მივიდნენ და შეუერთდნენ დღევანდელ აქციას, ვინაიდან “დღეს აფხაზეთის ბედი წყდება”.

ოპოზიციის ლიდერმა ვიდეომიმართვაში სამართალდამცველებსაც მიმართა და მოუწოდა, არ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს და ხელი არ აღმართონ მათზე.

ამავე დროს, განცხადება გააკეთა დე ფაქტო შს მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ, რომელმაც თქვა, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არავინ გამოიყენებს ძალას.

ამასობაში, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, გუშინდელი საპროტესტო ტალღისა და ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საპრეზიდენტო აგარკზე გაემგზავრა, საიდანაც ოპოზიციას მოუწოდა, დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა არ შეიცვლება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს 19-ით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას. ხაჯიმბას გადადგომა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომლებმაც სოხუმში პარალამენტის შენობა შტურმით აიღეს.

აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 8 სექტემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამ საქმეს ამჟამად განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი