ახალი ამბები

მას შემდეგ, რაც მიკროფონი გაითიშა, გახარიას ანაკლიის პორტზე არ უსაუბრია

9 იანვარი, 2020 • 961
მას შემდეგ, რაც მიკროფონი გაითიშა, გახარიას ანაკლიის პორტზე არ უსაუბრია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 9 იანვარს, ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აპირებდა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის შემდეგ მან კომენტარი არ გააკეთა. საუბრის დასაწყისში გახარიამ ისაუბრა ირანისა და ზამთრის კურორტებზე შექმნილ პრობლემების შესახებ, თუმცა მას მიკროფონი რამდენჯერმე გაეთიშა, რის შემდეგაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კომენტარის აღარ გაუკეთებია.

დღეს, 9 იანვარს, მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის თემა განიხილეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელისუფლება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას აუქმებს.

მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულებას უწყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი