ახალი ამბები

მოქალაქის ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე აფთარი შენიშნეს

17 ივნისი, 2015 •
მოქალაქის ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე აფთარი შენიშნეს

“11:30 საათზე მოვიდნენ, 30 წუთი ეძებდნენ, აქ არ არისო, ოქმი შეადგინეს და წავიდნენ”, – ამბობს მოქალაქე რუსთავი 2-თან საუბარში.


ზემოხსენებულ სამსახურში ადასტურებენ, რომ ნუცუბიძის ქუჩიდან ზარი მართლაც შევიდა და ტერიტორია მათმა წარმომადგენლებმა გადაამოწმეს, თუმცა გარეული ცხოველი ვერ აღმოაჩინეს.


უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ბოლო დღეებში უმრავი ცრუ შეტყობინება შევიდა მათთან, თუმცა ყველა ზარზე ჯგუფი ადგილზე გადიოდა. მისი თქმით, თითო ჯგუფში 3 თანამშრომელი იყო გაერთიანებული.


მისივე თქმით, ნუცუბიძეზე აფთარს მათი წარმომადგენლები ამ დროისთვისაც ეძებენ.


ზოოპარკის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ გუშინ ნეტგაზეთს უთხრა, რომ 3 ცხოველს – ზოლებიან აფთარს, ვეფხვს და დათვს ვერ პოულობდნენ და არ იცოდნენ, მტაცებლები ცოცხლები იყვნენ თუ არა. დღეს ლაგუნა ვერესთან ახლოს თეთრმა ვეფხვმა ადამიანი მოკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი