ახალი ამბები

„შეტევა აშშ-სთვის სილის გაწნაა“ – აიათოლა ალი ჰამენეი

8 იანვარი, 2020 • 1571
„შეტევა აშშ-სთვის სილის გაწნაა“ – აიათოლა ალი ჰამენეი

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ერისთვის მიმართვისას განაცხადა, რომ ირანის მიერ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე შეტევა „აშშ-სთვის სილი გაწნაა“. ინფორმაციას ამის შესახებ „The New York Times“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოსვლისას ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ ირანული შეიარაღებული ძალების შეტევა „სილის გაწნა“ იყო. გარდა ამისა, მისი თქმით, უნდა დასრულდეს რეგიონში აშშ-ის ყოფნა, რადგან ეს არავის სურს.

მისი გამოსვლის შემდეგ იქ მყოფი ადამიანები სკანდირებდნენ- „სიკვდილის ამერიკას“ და „სიკვდილის ისრაელს“.

ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო შეტევა 3 იანვარს აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ განახორციელა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი