ახალი ამბები

ნავთობის ფასმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ მოიმატა

8 იანვარი, 2020 • 1117
ნავთობის ფასმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ მოიმატა

ნავთობის ფასმა 1.4%-ით მას შემდეგ მოიმატა, რაც ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამჟამად ერთი ბარელის ღირებულება 69.21 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ასევე გაიზარდა ე.წ ყველაზე მყარი აქტივების, ოქროსა და იაპონური იენის ფასებიც. ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე საერთაშორისო საფონდო ბაზარზე ფასების კლება დაფიქსირდა.

პენტაგონის განცხადებით, ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევა 8 იანვარს, ღამით განახორციელა. პრეზიდენტ ტრამპის პრეს-მდივნის, სტეფანი გრიშამის განცხადებით, შეტევის შესახებ ტრამპი უკვე ინფორმირებულია. შეტევის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

აქამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-ზე შეტევის შემთხვევაში „საპასუხო იერიში იქნებოდა სწრაფი და ძლიერი“, ხოლო თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, აშშ-ს არ სურს ირანთან ომი, თუმცა, თუ ომი დაიწყება, „მზადაა დაამთავროს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი