ახალი ამბები

სავარაუდოდ, 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რამაც მისი 6 წლის ძმის სიკვდილი გამოიწვია

7 იანვარი, 2020 • 1398
სავარაუდოდ, 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რამაც მისი 6 წლის ძმის სიკვდილი გამოიწვია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 6 წლის მოზარდი იარაღის გავარდნის შედეგად გარდაიცვალა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით სანადირო თოფიდან, სავარაუდოდ, მისმა 3 წლის ძმამ თამაშის დროს შემთხვევით გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი