მისი თქმით, ეს თანხა საქართველომ სტიქიის შედეგად დაზარალების კონტექსტში მიიღო.
“ამავე დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 10 მილიონი, რომელიც რეგიონების ფონდიდან უკვე ჩაერიცხა თბილისის მერიას, 200 ათასი ლარი გამოიყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 150 ათასი ლარი”,- თქვა ხადურმა.
მისივე თქმით, ძალიან არიან დახმარებით დაინტერესებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და საელჩოები. ხადურის განმარტებით, ხვალ ქართული მხარე უკვე მიაწვდის მათ იდენტიფიცირებული საჭირობების ჩამონათვალს, რის შემდეგაც უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოქმედებას დაიწყებენ. ამასთან, ხადურის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დახმარების დიდი ნაწილი თანხები იყოს, თუმცა მას ტექნიკით, ინტელექტუალური რესურსებითა და ექსპერტებით დახმარებასაც სთავაზობენ.