“ეს რთული პერიოდი ჩვენ მართლაც გმირულად გადავიტანეთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერით და ამას შესაბამისი დაფასება სჭირდება. მე გამოვდივარ ინიციტაივით, რომ გამორჩეული პოლიციელები, მაშველები თუ სხვა თანამშრომლები, ვინც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს, ასევე ახალგაზრდები და მოხალისეები, სპეციალური სახელმწიფო ჯილდობეით იქნან დაჯილდოებულნი. მე პრეზიდენტს მას შემდეგ მივმართავ შუამდგომლობით, რაც სიას წარმომიდგენთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაზე.