ახალი ამბები

ღარიბაშვილი მედიას სტიქიის გმირების შესახებ სიუჟეტების გაკეთებისაკენ მოუწოდებს

16 ივნისი, 2015 • • 837
ღარიბაშვილი მედიას სტიქიის გმირების შესახებ სიუჟეტების გაკეთებისაკენ მოუწოდებს

“მე გავეცანი უამრავ ისტორიას, მაგალითად, როგორ სთავაზობენ ადამიანები საკუთარ ბინებს დაზარალებულებს, ერთ-ერთი მოქალაქე მათ ავეჯის უფასოდ დამზადებასაც სთავაზობს, მე ვნახე ყავარჯნებზე დაყრდნობილი ახალგაზრდა როგორ მუშაობდა, ვნახეთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც მთელი ღამე ბურგერებს ამზადებდა მომუშავეთათვის, ერთ-ერთი პიცერიის მეპატრონე ღამის საათებში მივიდა ადგილზე პიცებით ხელში. ეს ისტორიები არის უპრცედენტო, უნიკალური და მას სჭირდება სააშკარაოზე გამოტანა. 

 

ჩვენ გმირობის არაერთი მაგალითი მოვისმისნეთ. მე შემიძლია მოგიყვეთ ჩვენი გმირი მაშველის შესახებ, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და თავი გაწირა. ეს მაშველი არის გმირი. სახელმწიფოსაგან ის შესაბამისი დაფასებას საჭიროებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ გარდაცვლილი მაშველის ოჯახი ერთჯერად 100 ათას ლარს და ყოველთვიურ პენსიას მიიღებს.

 

“მე მინდა მივმართო მედიას, ტელევიზიებს, ასეთ ისტორიებზე გავაკეთოთო სიუჟეტები, რათა მოსახლეობას ვუთხრათ, თუ როგორი გმირები გვყავს. ან თუნდაც დაბიეჭდოს მათი ისტორიები, რათა ეს ყველაფერი მომავალ თაობას შემოვუნახოთ”, – განაცხადა პრემიერმა სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საგანგებო შტაბის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი