ახალი ამბები

როგორც მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს რუსეთის დელეგაციის მიღებაც მოუწევს – კორნელი კაკაჩია

6 იანვარი, 2020 • 1602
როგორც მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს რუსეთის დელეგაციის მიღებაც მოუწევს – კორნელი კაკაჩია

პოლიტოლოგის,  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის მიღება მოუწევს. ამის შესახებ კაკაჩიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა:

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამჟამად არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას და როგორც წევრს, აქვს ერთგვარი ვალდებულება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე. აქედან გამომდინარე, როდესაც თვითონ არის მასპინძელი ქვეყანა, მას მოუწევს ყველა დელეგაციის მიღება, გამომდინარე იმ საერთაშორისო ვალდებულებებიდან, რომელიც ქვეყანას გააჩნია და აქ, ბუნებრივია, რაღაც გამონაკლისი რუსეთის მიმართ ალბათ ვერ მოხდება”, – განაცხადა კაკაჩიამ.

კაკაჩიას განმარტებით, ამჟამად რთულია საუბარი იმის შესახებ, კონკრეტულად ლავროვი ეწვევა თუ არა საქართველოს, რადგან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უნდა იქნას მიღებული, თუმცა კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ორივე ქვეყანას კომპრომისზე მოუწიოს წასვლა და საქართველოში რუსეთი “მაღალი დონის მოხელეს” არ გამოუშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი