ახალი ამბები

ბაკურიანში სასტუმროებს- ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’ წყალი ისევ არ მიეწოდება

6 იანვარი, 2020 • 749
ბაკურიანში სასტუმროებს- ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’ წყალი ისევ არ მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ბაკურიანში წყალმომარაგების მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები:

“ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო, ისე კომპანიის ცისტერნები. ტექნიკის ნაწილით წყლით მუდმივად მარაგდება ის სასტუმროები, რომლებსაც გააჩნიათ ავზები, ნაწილით კი ხდება სათავე რეზერვუარის შევსება. ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს – ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე, წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს”.

,,რუმსი’’, ,,მგზავრები’’, ,,პანორამა’’ და სხვა – რატომ არის ბაკურიანში წყლის პრობლემა? 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი