ახალი ამბები

ერაყის პარლამენტის წევრები აშშ-ს ერაყიდან სამხედროების გაყვანისაკენ მოუწოდებენ

5 იანვარი, 2020 • 1090
ერაყის პარლამენტის წევრები აშშ-ს ერაყიდან სამხედროების გაყვანისაკენ მოუწოდებენ

ერაყელმა პარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ისინი მოუწოდებენ უცხოურ ჯარებს, დატოვონ ქვეყანა. ბაღდადში პარლამენტმა ასევე მოითხოვა უცხოური ჯარების მიერ ერაყის სახმელეთო, საჰაერო და წყლის ზონების გამოყენების აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ერაყის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არის მიმართული. ასს-ს ერაყრში, დაახლოებით, 5 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ძირითადად, მრჩევლების სახით.

რეგიონში სიტუაცია 3 იანვრიდან დაიძაბა. ამის მიზეზი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაა. იერიშის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. პროირანელი პრემიერი ჰყავს, ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაზე კი მოკლულ ირანელ გენერალს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მასალების გადაბეჭდვის წესი