როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის წევრმა არაერთმა ქვეყანამ უკვე შესთავაზა საქართველოს მატერიალური თუ ექსპერტული დახმარება და გარდა ამისა, დახმარება წამოვა ევროკავშირის ინსტიტუციებიდანაც.
“რა თქმა უნდა, ჩენთვის, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს დასახმარებლად. ევროკავშირის ინსტიტუციები ძალიან მჭიდრო კონტაქტზე არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და დახმარების ფორმულირებას მოვახდენთ იმის შესაებამისად, თუ რა საჭირობები არსებობს. ჩვენ გადავწყვეტთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირის ინსტიტუციებს საქართველოს დასახმარებლად”, – თქვა ელჩმა.
სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი ოფიციალური ინფორმაციით 40 მილიონ ლარს აღემატება.