”მოვითხოვთ, ზოოპარკის ტერიტორიაზე, დაწესებულების სხვა ადგილზე გადატანის შემდეგ, დაარსდეს ახალი რეკრეაციული ზონა. 13 ივნისის სტიქიისაგან დაზარალებული ვერეს ხეობის გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთებიც უნდა შევიდეს ახალი ცენტრალური ტყე-პარკის შემადგენლობაში!” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკი, გმირთა მოედნის ტერიტორია და ვერეს ხეობა. მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.