ამ დროისთვის გარდაცვლილთაგან 12 ადამიანის ვინაობა არის ცნობილი. მაშველები 6 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.
მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.