ახალი ამბები

ჯანელიძე: ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

16 ივნისი, 2015 • • 953
ჯანელიძე: ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან  მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

“ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად დაღუპულია 15 მოქალაქე. ყველა იდინტიფიცირებულია. დაკარულია 7 მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში საძიებო სამუშაოები. დაშავებულები გადაყვენილია სააცდმყოფოში, დახმარების აღოჩენის შემდეგ მათ სიცოცოხლეს საფრთხე არ ემუქრება” – განაცხადა ჯანელიძემ.  

 

რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს: “გვაქვს რამდენიმე ლოკაცია. გუშინ შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ გამოყოფილიყო პასუხისმგებელი უწყებები თითოეულ ლოკაციაზე. ზოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაობს აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო. ასევე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც აწარმოებენ საძიებო სამუშაოებს. სვანიძის ქუჩაზე, რომელიც მეორე მძიმე ლოკაცია იყო,  მიმდინარეობს მერიისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალებით. მიმდინარეობს სამუშაოები ყიფშიძის  და წყნეთის ქუჩის მიმდებარედ. სამუშაოებს აწარმოებს მერია და გარემოს დაცვის სამინისტრო. აქტიურად მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები. დღის ბოლოსთვის მოძრაობა იქნება აღდგენილი.  თუმცა 10 დღე დასჭირდება გზის სრულ რეაბილიტაციას. დღის ბოლოსთვის წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი იქნება გახსნილი.” 

 

რაც შეეხება მდგომარეობას ცხოველებთან დაკავშირებით: “გუშინ გავრცელდა ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია. დღეს ეს ინფორმაცია გადამოწმდა და დადასტურდა, რომ ყველა ცხოველი, რომელიც დაიკარგა ზოოპარკის ტერიტორიიდან, ან დაბრუნებულია ზოოპარკის ვოლირებში, ან არის ნაპოვნია დამხრჩვალი წყალში, ან არის ლიკვიდირებული. ასევე მოსახლების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან  მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.”  

 

რაც შეეხება წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთს, აქ ჯერჯერობით გეოლოგების დასკვნების საფუძველზე ვერ მომდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაიწყება სამუშაოები ჩარჩენილი ავტოტრანსპორტის ჩამოყვანის მიზნით.

 

სიტუაცია ბაგების მიმართულებით: “გუშინ ჩამოწვა მეწყერი – გაჩნდა დამატებითი ლოკაცია: მოხდა რეაგირება ამ შემთხვევაზე. ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლები, კრიზისების საბჭოს წარმოამდგენლები. სამუშაოებს უკვე აწარმოებს კერძო კომპანია მერიის მეთვალყურეობის ქვეშ. ნაპოვნია კონკრეტული საინჟინრო გადაწყვეტა ამ პრობლემის. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომ აღმოფხვრილი იყოს ეს ლოკაცია. რაც შეეხება იმ ადგილმდებარეობაზე დაზიანებულ გზას, ეს ადგილი, სადაც ჩამოზვავება მოხდა, მას შემდეგ, რაც დამუშავდება, დაიწყება აღდგენა. ” 

 

წუხელ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ჩამოწვა მცირე მოცულობის მეწყერი. ოპერატიულად მოხდა რეაგირება ამ შემთხვევაზე, ადგილზე გავიდა ყველა შესაბამისი სამსახური, გეოლოგებმა შეისწავლეს ვითარება და დადგინდა, რომ მცხორებლების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ჩასატარებელია პრევენციული ღონისძიებები. ეს დასკვნა გადაეცემა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც შესაბამის პრევენციულ ზომებს განახორციელებს.  

 

რაც შეეხება გზებზე გადაადგილებას, მოძრაობა აღდგენილია გმირთა მოედანზე ყველა მიმართულებით, გარდა ვარაზის ხევის მიართულებისა. მუშაობს ესტაკადა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაადგილება დიდი დიღმის მიმართულებით. ერთადერთი მიმართულება, რაც არის გასახსნელი, ეს არის ვარაზის ხევის მიმართულება. რომელიც ვვარაუდობთ, რომ ხვალსითვის გაიხსნება. თუმცა ამან შესაძლოა ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებს შეუშლოს ხელი.

 

  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი