ახალი ამბები

თბილისში ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები ნაწილობრივ რჩება [Video]

16 ივნისი, 2015 •
თბილისში ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები ნაწილობრივ რჩება [Video]

ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მოძრაობა ორმხრივად არის დაშვებული. აღდგა მოძრაობა, ასევე, თამარ მეფის გამზირიდან კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით; მოძრაობა აღდგენილია 26 მაისის მოედნის მხრიდან გვირაბის გავლით მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, აგრეთვე, მარჯვენა სანაპიროდან გვირაბის გავლით 26 მაისის მოედნის მიმართულებით. 

 

მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები მოძრაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდებადღეს დილას გმირთა მოედანზე დასრულდა სარეაბილი…

Posted by თბილისის სატრანსპორტო კომპანია on Monday, June 15, 2015

 

რაც შეეხება ფილარმონიიდან კოსტავას ქუჩით გმირთა მოედნისაკენ მიმავალ გზას, აქ მოძრაობა ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი: ფილარმონიიდან ვარაზისხევის, ფილარმონიიდან მარჯვენა სანაპიროს, ფილარმონიიდან თამარ მეფის გამზირისა და ფილარმონიიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით.

 

მარჯვენა სანაპიროდან, ასევე, დასაშვებია მოძრაობა თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. აღდგენილია მოძრაობა გალაქტიონ ტაბიძის ხიდის მხრიდან გმირთა მოედნისკენ გადამავალ ესტაკადაზე, ასევე, გმირთა მოედნის მხრიდან მარჯვენა სანაპიროზე დასავლეთის მიმართულებით გადამავალ ესტაკადაზე.

 

ამ დროისთვის, როგორც მერიაში აცხადებენ, გარკვეული შეზღუდვები დროებით შენარჩუნებულია შემდეგი მიმართულებით: თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე; კოსტავას ქუჩიდან (საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან) ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსსა და გმირთა მოედანზე შესასვლელ მონაკვეთზე; მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე.

 

“იმისათვის, რომ დღეს დილისთვის გადაადგილება დედაქალაქში აღდგენილიყო, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩების მორეცხვის პროცესი მიმდინარეობდა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა, სანაპირო ზოლი მშრალი ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე და ვარაზისხევი მორეცხეს. აღნიშნულ მონაკვეთზე „თბილსერვისის“ სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომელსაც საგანგებო სამსახურის შესაბამისი ბრიგადები ეხმარებოდნენ. მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მთელი დღის განმავლობაში დასუფთავების პროცესი მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ტერიტორია სტიქიისას ჩამოტანილი ტალახისგან გაიწმინდა”, – წერია მერიის განცხადებაში. 

 

მარჯვენა სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Posted by დავით ნარმანია/David Narmania on Monday, 15 June 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი