ახალი ამბები

აშშ მზადაა, რომ საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმაროს

16 ივნისი, 2015 •
აშშ მზადაა, რომ საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმაროს

“შეძრული ვართ თბილისში მომხდარი წყალდიდობით. ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მოკავშირე და მეგობარი, იქნება საქართველოს მოქალაქეების გვერდით, რომლებმაც დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები უკვე მონაწილეობენ დასუფთავებაში. ასევე, შეერთებული შტატები მზად არის, საქართველოს მთავრობას აღდგენით სამუშაოებში დაეხმაროს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწსიოფ დეპარტამენტის სპიკერმა ჯეფ რათკემ.

 

უკანასკნელი ცნობებით, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.

სახელმწიფო დეპარტამენტი
სახელმწიფო დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი