ახალი ამბები

ნორლანდი: მოვახდინეთ მოხალისეების მობილიზება საელჩოდან და საზღვაო ძალებიდან

15 ივნისი, 2015 •
ნორლანდი: მოვახდინეთ მოხალისეების მობილიზება საელჩოდან და საზღვაო ძალებიდან

აშშ-ის ელჩი დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა.

 

“ჯერ კიდევ ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ხელისუფლებას. როგორც ვხედავთ, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლირებადია. შოკირებული ვართ მიყენებული ზარალით”, – განაცხადა ნორლანდმა. 

 

აშშ-ის საელჩომ 13-14 ივნისის წყალდიდობის მსხვერპლთა პატივსაცემად დროშა დაუშვა. 


 

თბილისში სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობა 24-დან 10-მდე შემცირდა, რადგან 14 მოქალაქე სახლებს დაუბრუნდა.

 

 

სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

მთავრობის ცნობით, ზარალი დაახლოებით 40 მილიონი ლარია.



მასალების გადაბეჭდვის წესი