ახალი ამბები

საპატრიარქო: სტიქიით დაზარალებულ თითო ოჯახს თითო ეკლესია დაეხმარება

15 ივნისი, 2015 •
საპატრიარქო: სტიქიით დაზარალებულ თითო ოჯახს თითო ეკლესია დაეხმარება

“მისმა უწმინდესობამ მოგვცა დავალება, ლოცვა-კურთხევა, რომ მცხეთა -თბილისის სამღვდელოებას, ტაძრის წინამძღვრებს და მოძღვრებს, რომ ჩვენ მერიის დახმარებით, ამას მერიის სამსახურები შეგვატყობინებენ დაზარალებული ოჯახების თაობაზე, და თითო ეკლესია მეურვეობას გაუწევს თითო ოჯახს, რომელმაც ზარალი განიცადა. დახმარებას გავუწევთ, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც ეკლესიას საშუალება ექნება, დავეხმარებით ასეთ შეჭირვებულ ოჯახებს და არ დავტოვებთ უყურადღებოდ. ამას ამ დღეების განმავლობაში შევიტყობთ და თითო ეკლესიაზე თითო ოჯახს გავანაწილებთ და შევეცდებით მათ დახმარებას”- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი