ახალი ამბები

არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი – კარლო კოპალიანი

30 დეკემბერი, 2019 • 1970
არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ხალხს ისეთ პირობებში აცხოვრებს, რომელზე წარმოდგენაც 7 წლის წინ არც კი ჰქონდა.

ამის შესახებ კოპალიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაზე საუბრისას.

“ხალხს “ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხოვრებს ისეთ პირობებში, რომელზე წარმოდგენა 7 წლის უკან წარმოუდგენელი ამბავი იყო. უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდით.  არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი, ვისიც, კარგად ვიცით ჩვენ. ეს არის აპოკალიფსის დახატვა, რომ უნდათ ზოგიერთებს და არ გამოსდით, ეს არის მეტი არაფერი. გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმ კუთხით, რომ არის სოციალურად შეჭირვებული ფენა”, – განაცხადა კოპალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი