ა) პირადობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ბ) ბიომეტრიული პასპორტი (აღდგენა);
გ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
დ) ბინადრობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობა;
ვ) დაბადების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ზ) ქორწინების/განქორწინების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
თ) გარდაცვალების მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ი) ცნობა შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
კ) ცნობა სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ლ) ცნობა მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
მ) საქართველოს მოქალაქეობის დადასტურება;
ნ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობა;
ო) ფოტოსურათის საფასური;
პ) ატესტატის დუბლიკატი.
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის იუსტიციის სახლი უქმე დღით არ სარგებლობს და დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
სამინისტროს ინფორმაციით, გასაცემი სერვისების მიხედვით სტიქიით დაზარალებულ პირთა მომსახურებისთვის სპეციალური ადგილები გაიხსნა. ამ ადგილებში დაზარალებული პირები მიიღებენ დეტალურ კონსულტაციას ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით ყველა ზემოჩამოთვლილ საბუთს უფასოდ აიღებენ ან აღადგენენ.
იუსტიციის მინისტრის ბრძანება დღეს დილით გამოიცა და 2015 წლის 1 სექტემბრამდეა ძალაში.
13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.
დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.