ახალი ამბები

პროდუქტების ფასები ბაზარში საახალწლოდ [ფოტო]

30 დეკემბერი, 2019 • 4292
პროდუქტების ფასები ბაზარში საახალწლოდ [ფოტო]

თბილისის დეზერტირების ბაზარში ახალი წლის წინა დღეს დიდი რაოდენობით ხალხია, თუმცა გამყიდველების ნაწილი მომხარებლების სიმცირეს მაინც უჩივის.

მომხმარებლებისა და გამყიდველების ნაწილის თქმით, წელს ფასები გაზრდილია და სწორედ ეს განაპირობებს მომხამრებლების უკამყოფილებას. გამყიდველების ნაწილის თქმით, ეს მხოლოდ წინა საახალწლო ვაჭრობას არ შეეხება.

რაც შეეხება ხორცს, მაგალითად, ერთი კილო ღორის ხორცი საშუალოდ 12 ლარი ღირს, ინდაურის ფასი 70-დან 150 ლარამდე მერყეობს, გოჭის ფასი – 80-დან 150-ლარამდე, ერთი კილო ქათმის ხორცის შეძენა კი საშუალოდ 8 ლარად არის შესაძლებელი. გარჩეული ნიგოზის ფასი 14-დან 25 ლარამდე მერყეობს.

ყველის ფასი სახეობების მიხედვით სხვადასხვაა. მაგალითად, სულგუნის ფასი 17-დან 22 ლარამდე მერყეობს, ხოლო იმერული ყველი საშუალოდ 13 ლარი ღირს.

2019 წელს ფასების მომატებაზე საუბრობენ მომხარებლებიც. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ წელს ფასები განსაკუთრებით გაიზარდა, საახალწლო პერიოდში კი პიკს მიაღწია:

დეკემბრის ინფლაციის შესახებ საქსტატს ჯერ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

ნოემბრის თვის მონაცემებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელის ფასები წინა წლის ფასებთან შედარებით 13.4 %-ით არის გაზრდილი, წლიური ჯამური ინფლაცია კი 4.02 %-ია. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასი წინა წელთან შედარებით 16.2 %-ით არის გაზრდილი, რძის, ყველის და კვერცხის ფასი- 15.4%-ით, თევზეული – 14.5%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 13.1%-ით, პური და პურპროდუქტები – 11.9%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 11.5%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 8.2%-ით, ყავა ჩაი და კაკაო – 3.9%-ით, ხილი და ყურძენი – 30.3%-ით, ზეთი და ცხიმი კი 2.8%-ით გაიზარდა.

გალერეა:

ბაზარი
ბაზარი, ხილი
ბაზარი
ყურძენი
დეზერტირების ბაზარიბაზარი
კომბოსტო
სუნელები
ნიორიდეზერტირების ბაზარი
თევზი

ხილი, თაფლი
დეზერტირების ბაზარისუნელები

ამავე თემაზე

სურსათის სააგენტო და FAO  მოსახლეობას აფრთხილებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი