ახალი ამბები

წყნეთის ქუჩაზე კორპუსის მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

15 ივნისი, 2015 •
წყნეთის ქუჩაზე კორპუსის მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

პრესსამსახურის ინფორმაციით,  2 ექსპერტიზის დასკვნის შედეგად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ კორპუსის მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს. მათი ცნობით, ევაკუაციას ვაკე-საბურთალოს გამგეობა იწყებს.

 

უკანასკნელი ცნობებით, თბილისში, 13 ივნისს, გვიან ღამით მომხდარი სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 24 ადამიანს კი ეძებენ. მერიის ცნობით, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანები სასტუმროებში დააბინავეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, სტიქიის ლიკვიდაციაში ჯარიც ჩაერთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი