სპეციალისტების ინფორმაციით, წყლის ნაკადმა გამორეცხა ასფალტის ქვეშფენილი გრუნტები, რამაც გამოიწვია ასფალტის დეფორმაცია.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდა.
გზის ნაწილი ჩაინგრა პეტრე მელიქიშვილის გამზირზეც.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები, რომ ნაპრალი არ გაფართოვდეს. მერიის ცნობით, ბრიგადების ადგილზე მისვლის შემდეგ აუცილებლად შემოსაზღვრავენ პერიმეტრს. როგორც მერიაში განგვიცხადეს, შემდგომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება.