ახალი ამბები

ჩერნობილის აფეთქების შემდეგ პრიპიატში პირველად მორთეს ნაძვის ხე

29 დეკემბერი, 2019 • 3309
ჩერნობილის აფეთქების შემდეგ პრიპიატში პირველად მორთეს ნაძვის ხე

ბოლო 33 წლის განმავლობაში პირველად უკრაინის დაცარიელებულ ქალაქ პრიპიატში საშობაოდ ნაძვის ხე მორთეს.

პრიპიატი ჩერნობილის ატომურ სადგურთან იმყოფება ახლოს. სადგურზე მომხდარი აფეთქებისას სწორედ ეს ქალაქი დაზარალდა ყველაზე მეტად.

ნაძვის ხე პრიპიატში © EPA-EFE/STEPAN FRANKO

ნაძვის ხე პრიპიატში © EPA-EFE/STEPAN FRANKO

ნაძვის ხე პრიპიატში © EPA-EFE/STEPAN FRANKO

წელს ქალაქის ყოფილმა მცხოვრებლებმა პრიპიატში პირველად მორთეს ნაძვის ხე ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ. მათ ნაძვის ხეზე საოჯახო ალბომებიდან გამოფინეს ის ფოტოები, რომელიც პრიპიატში ცხოვრების პერიოდში აქვთ გადაღებული.

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო. რეაქტორის გარშემო 30 –კილომენტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

ამავე თემაზე

ჩერნობილი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი