ახალი ამბები

ჩერნობილი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ [ფოტო]

19 აპრილი, 2016 • 24943
ჩერნობილი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ [ფოტო]

26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფიდან 30 წელი გადის. გთავაზობთ ჩერნობილში დღეისათვის არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებს ევროპის პრესფოტო სააგენტოს მასალებზე დაყრდნობით.

მართალია, რადიაციის დონე ჩენრობილის ატომური ელექტროსადგურის შემოგარენში კვლავ მაღალია, თუმცა იქ სიცოცხლე ნელ-ნელა ბრუნდება. ეპა-ს ცნობით, ატომურის ელექტროსადგური სიახლოვეს მდებარე სოფლებში ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ფლორა და ფაუნა ცოცხალია და რეაქტორიდან 37 კილომეტრის მოშორებით ფერმაც მუშაობს. ფერმაში 260 ცხენი და 55 ძროხა ცხოვრობს.

 

გასართობი პარკი კატასტროფის ზონის სიახლოვეს © EPA/SERGEY DOLZHENKO

გასართობი პარკი კატასტროფის ზონის სიახლოვეს © EPA/SERGEY DOLZHENKO

ცხენები ფერმიდან © EPA/TATYANA ZENKOVICH

ცხენები ფერმიდან © EPA/TATYANA ZENKOVICH

გასართობი პარკი კატასტროფის ზონის სიახლოვეს © EPA/SERGEY DOLZHENKO

გასართობი პარკი კატასტროფის ზონის სიახლოვეს © EPA/SERGEY DOLZHENKO

ყოფილი საბავშვო ბაღი კატასტროფის ზონიდან © EPA/SERGEY DOLZHENKO

ყოფილი საბავშვო ბაღი კატასტროფის ზონიდან © EPA/SERGEY DOLZHENKO

საცხოვრებელი კორპუსი კატასტროფის ზონიდან © EPA/SERGEY DOLZHENKO

საცხოვრებელი კორპუსი კატასტროფის ზონიდან © EPA/SERGEY DOLZHENKO

ფერმერი © EPA/SERGEI SUPINSKY

ფერმერი © EPA/SERGEI SUPINSKY

ყოფილი საბავშვო ბაღი © EPA/SERGEY DOLZHENKO

ყოფილი საბავშვო ბაღი © EPA/SERGEY DOLZHENKO

@ EPA/TATYANA ZENKOVICH

@ EPA/TATYANA ZENKOVICH

ლოქო კატასტროფის ზონიდან © EPA/SERGEY DOLZHENKO

ლოქო კატასტროფის ზონიდან © EPA/SERGEY DOLZHENKO

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო. რეაქტორის გარშემო 30 –კილომენტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი