ახალი ამბები

შურისმაძიებლები, ტრამპი, ბილი აილიში, GOT – ვიკიპედიის Top 25 | 2019

28 დეკემბერი, 2019 • 1906
შურისმაძიებლები, ტრამპი, ბილი აილიში, GOT – ვიკიპედიის Top 25 | 2019

ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედია“ 2019 წელს ყველაზე ხშირად ნანახი გვერდების/სტატიების სიას აქვეყნებს.

2019 წელს ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედიის“ სხვადასხვა ენობრივმა განყოფილებებმა ჯამურად 260 მილიარდი ნახვა მოაგროვეს. 27 დეკემბერს „ვიკიმედიის“ ფონდის წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს 2019 წლის 25 ყველაზე პოპულარული სტატია.

როგორც მკვლევარმა ენდრიუ უესტმა აღნიშნა, სიის დიდ ნაწილს შეადგენს სხვადასხვა ფილმი თუ სერიალი და მათთან დაკავშირებული ადამიანები.

2019 წელს პირველი ადგილი „მარველის“ „შურისმაძიებლების“ ბოლო ნაწილს, „დასასრულს“ (Avengers: Endgame) ხვდა წილად — ეს გვერდი 43,847,319-ჯერ ნახეს.

გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ „ჯოკერი“, „სატახტოთა თამაშები“ და რამდენიმე ბოლივუდური ფილმი. 25-ე ადგილს კი ამერიკელი მემარცხენე პოლიტიკოსი, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი იკავებს 11,000,322 ნახვით.

ტოპ ხუთეულში ადგილი ერგოთ სერიულ მკვლელ ტედ ბანდის და ჩერნობილის კატასტროფას. სიაში მოხვდა ამერიკელი მილიარდერი ჯეფრი ეპშტაინი, რომელიც ჯერ „პედოფილთა კუნძულის“ სკანდალში გაეხვა, ხოლო შემდეგ ციხეში თავი ჩამოიხრჩო, რითიც შეთქმუების თეორიები გააჩინა.

სრული სია ასეთია:

  1. „შურისმაძიებლები: დასასრული“
  2. 2019 წელს გარდაცვლილთა სია 
  3. ტედ ბანდი
  4. ფრედი მერკური
  5. ჩერნობილის კატასტროფა
  6. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სია
  7. „ჯოკერი“
  8. Marvel-ის კინოსამყაროს ფილმების სია
  9. ბილი აილიში
  10. კიანუ რივზი
  11. ჯეფრი ეპშტაინი
  12. „სატახტოთა თამაშები“ (მერვე სეზონი)
  13. „კაპიტანი მარველი“ (ფილმი)
  14. „სატახტოთა თამაშები“
  15. ელისაბედ II
  16. 2019 წლის ბოლივუდის ფილმების სია
  17. ამერიკის შეერთებული შტატები
  18. დონალდ ტრამპი
  19. „ადამიანი-ობობა: სახლიდან შორს“
  20. „ერთხელ ჰოლივუდში“
  21. YouTube
  22. 2019 წელი კინოში
  23. Nipsey Hussle
  24. ჯეისონ მომოა
  25. ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი

მასალების გადაბეჭდვის წესი