ახალი ამბები

გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს – ეუთოს გენ.მდივანი გაფრინდაშვილზე

28 დეკემბერი, 2019 • 1023
გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს – ეუთოს გენ.მდივანი გაფრინდაშვილზე

ეუთოს გენერალური მდივანი თომას გრემინგერი ეხმაურება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და აცხადებს:

„მივესალმები ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. თავიდან აცილებული უნდა იყოს მომავალში დაკავებები და გადაადგილების თავისუფლება ყოველთვის ყველა ადამიანისთვის გარანტირებული უნდა იყოს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

„დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის… გმადლობთ, კარგად ვარ… უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ნება მომეცით, ცოტა დავისვენო და მერე ყველას ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით“, – თქვა მან.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი