გადარჩნენ ის ცხოველები, რომლებიც ზოოპარკის ამაღლებულ მხარეს განთავსებულ ვოლიერებში იმყოფებოდნენ, ძირითადად ჩლიქოსნები.
გადარჩენილია ბეჰემოტი, რომელიც სპილოს ვოლიერშია მოთავსებული, ასევე, სპილოები, ფარშევანგი, ლამები, ირმები, ზებრები, თხები, ნიამორები, ცივეტა, ლემურები, ცხენები, პონები, ერთი აფთარი, 2 მგელი, ლომების ნაწილი, ლეოპარდები, მარტორქა და 6 პინგვინი (სულ 17 პინგვინი იყო.)
13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.