ახალი ამბებირეკლამა

ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას „თბილისი ენერჯის“გაზსადენი დააზიანეს

27 დეკემბერი, 2019 • 1165
ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას „თბილისი ენერჯის“გაზსადენი დააზიანეს

„ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანეს“, – ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ აცხადებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზსადენი მილის დაზიანების გამო 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება:

„ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ანაგი“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულბდა, რა დროსაც „თბილისი ენერჯის“ 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დაზიანდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გაზმომარაგების აღდგენა 28 დეკემბერს 09:30 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოების ონკანები ღია მდგომარეობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი