ნეტგაზეთი | ელიზბარაშვილი ცხოველთა საზოგადოებრივი თავშესაფრის შექმნის ინიციატივით გამოდის ელიზბარაშვილი ცხოველთა საზოგადოებრივი თავშესაფრის შექმნის ინიციატივით გამოდის – Netgazeti

ელიზბარაშვილი ცხოველთა საზოგადოებრივი თავშესაფრის შექმნის ინიციატივით გამოდის

“ყველაფერი ცუდი, უკეთესობისთვის ხდება,” – თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა საზოგადოებრივი თავშესაფრის შექმნის ინიციატივით გამოდის და სახელმწიფოს ქალაქის გარეუბანში მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემას სთხოვს.

თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, ალბათ დრომ მოიტანა, სულ სხვა რელსებზე გადასულიყო მისი თავშესაფარი. როგორც ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ იდეის რეალიზება საზოგადოების არნახულმა მხარდაჭერამ აფიქრებინა.

“მეგობრებო, ხომ არ დადგა დრო, ერთიანი ძალით დავეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს?! რადგან პატარა და დიდი ქველმოქმედება არ არსებობს, მაქვს იდეა, გავაკეთოთ საზოგადოებრივი თავშესაფარი. ყველამ შევიტანოთ წვლილი იმ დიდ საქმეში, რასაც ძაღლების გადარჩენა ჰქვია. იმედია, სახელმწიფოც თანადგომას გამოუცხადებს ამ უპრეცედენტო პროექტს და ქალაქის გარეუბანში სიმბოლურ ფასად გადმოგვცემს მიწის ნაკვეთს. ერთიანი ძალებით მოეწყობა ძაღლების თავშესაფარი, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ჩვენი გამოცდილი კადრები,” – წერს თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე.

ელიზბარაშვილის განცხადებით, თუ უმრავლესობა მოიწონებს ამ აზრს, ხვალ გამოაცხადებს საბანკო რეკვიზიტებს: “ვინც იზიარებთ ამ იდეას, თქვენი თანხმობა გამოხატეთ კომენტარებში! ახლა მოქმედების და გვერდით დგომის დროა! ერთად ხომ სასწაულებს ვახდენთ!”

 

ყველაფერი ცუდი, უკეთესობისთვის ხდება!ალბათ დრომ მოიტანა სულ სხვა რელსებზე გადასულიყო ჩემი თავშესაფარი. საზოგადოების ა…

Posted by Tamaz Elizbarashvili dog shelter on Sunday, June 14, 2015

 

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ცნობით, თავშესაფარარში მობინადრე ყველა დათვები ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო. თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომლის, დავით მენთეშაშვილის თქმით, პრესონალი ცხოველების დახმარებას ცდილობდა, თუმცა დატბორილ თავშესაფარს თვითონაც ძლივს დააღწია თავი.

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი პირველად 4 ივნისს დატბორა. თავშესაფრის თანამშრომლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპული ძაღლების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. თავშესაფრის თანამშრომლის ინფორმაციით, პირველი სტიქიის შედეგად ოცზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი დიასამიძე