ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული დათვის 2 ბელი ვარკეთილში დაიჭირეს

14 ივნისი, 2015 • • 1773
თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული დათვის 2 ბელი ვარკეთილში დაიჭირეს

დათვის ბელები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ.

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.

თბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი

მასალების გადაბეჭდვის წესი