ახალი ამბები

სააკაშვილი: უკრაინა მზად არის საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმაროს

14 ივნისი, 2015 •
სააკაშვილი: უკრაინა მზად არის საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმაროს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თბილისში შექმნილ ვითარებას ოფიციალური Facebook-ის გვერდიდან გამოეხმაურა. სააკაშვილი სამძიმარეს უცხადებს საქართველოს დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანთა ოჯახებს.

 

“გული მიკვდება თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს.

 

ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს და უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ამ წუთებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ურეკავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარების კონკრეტული გეგმით,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

გული მიკვდება თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს. ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან სა…

Posted by Mikheil Saakashvili on Sunday, June 14, 2015

 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

 

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი