ახალი ამბები

ჩემს გეგმებში არ შედის – მიქაუტაძე უზენაესის თავმჯდომარეობაზე

26 დეკემბერი, 2019 • 1542
ჩემს გეგმებში არ შედის – მიქაუტაძე უზენაესის თავმჯდომარეობაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საკუთარ თავს არ განიხილავს უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის კანდიდატურად და ასეთი ინტერესი არ აქვს.

„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამ ეტაპზე არ განვიხილავ, არ მაქვს ასეთი ინტერესი და არ ვადასტურებ… ჩემს გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიქაუტაძემ 26 დეკემბერს.

მისი თქმითვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის კანდიდატურაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი