ახალი ამბები

საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა მოსკოვი-თბილისის გზაზე ავარიაში – „რია“

26 დეკემბერი, 2019 • 2214
საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა მოსკოვი-თბილისის გზაზე ავარიაში – „რია“

რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიუღუპა.

გამოცემის თანახმად, ავტობუსი მოსკოვის დროით 18:40 (თბილისის დროით 19:40) საათზე ამოტრიალდა რუსეთში, ლიპეცკის ოლქში. მათი ცნობით, დაშავდა 15 მგზავრი, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.

„რია“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსი მოყინული გზის გამო ამოტრიალდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი