ახალი ამბები

დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 10-10 ათასი ლარით დაეხმარება

14 ივნისი, 2015 •
დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 10-10 ათასი ლარით დაეხმარება

 

 

ქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს სახელმწიფო 10-10 ათასი ლარით დაეხმარება. დაღუპულთა დაკრძალვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. 

 

ქალაქის მერის განცხადებით,  45 ოჯახი ევაკუირებულია და გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

 

„მიმდინარეობს დაზარალებული პირების სახლების გაწმენდა, იქ, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, ქირით გაყვანაზე ვიფიქრებთ. იწმინდება გვირაბი და გზები, დაბინდებამდე ვიმუშავებთ“- აცხადებს თბილისის მერი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი