ახალი ამბები

თურქეთში ნავის ამობრუნების შედეგად, სულ მცირე, 7 მიგრანტი დაიღუპა

26 დეკემბერი, 2019 • 836
თურქეთში ნავის ამობრუნების შედეგად, სულ მცირე, 7 მიგრანტი დაიღუპა

სულ მცირე, 7 მიგრანტი ემხვერპლა ნავის ამოყირავებას თურქეთში, ვანის ტბაზე. თურქული მედიასაშუალება Daily Sabah-ის ცნობით, მაშველებმა 64 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიასაშუალების ცნობით, ვანის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მიგრანტებით დატვირთული ნავი ნაპირს უახლოვდბეოდა. ნავზე იყვნენ მიგრანტები პაკისტანიდან, ბენგალიდან და ავღანეთიდან. ტბაში გრძელდება სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოები.

მიგრანტები აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთს ხშირად იყენებენ სატრანსპორტო დერეფნად ევროპაში მოსახვედრად. Daily Sabah-ის ცნობით, მხოლოდ 2019 წელს თურქეთის ტერიტორიაზე 441 532 არალეგალი მიგრანტია დაფიქსირებული, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან გამოექცნენ ომსა და რეპრესიებს ევროპაში მოსახვედრად.

მასალების გადაბეჭდვის წესი