“მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ ცხოველები და საშიში გახდნენ ადამიანებისთვის. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანებისა და სამღვდელოების დევნა და ეკლესიების და მონასტრების ნგრევა დაიწყეს, იყო დაწერილი ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან უნდა ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ ისინი და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, დაარსებულიყო ზოოპარკი. ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად. ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ეს ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან უნდა დაარსდეს ახალი ზოოპარკი, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები”, – განაცხადა ილია მეორემ.
ამის შემდეგ ილია მეორე ზოოპარკის მიმდებარე ტრრიტორიაზე მივიდა და თბილისის მერსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სანთლები დაანთო.





