ფინანსთა სამინისტრო თხოვნით მიმართავს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს, დღეს განაახლონ მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში არ შეფერხდეს გადარიცხვები.
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები.