“ბოლო მონაცემების მიხედვით, გარდაცვლილი 8 ადამიანია, თუმცა რამდენიმე დაკარგულ ადამიანს ვეძებთ. ზიანის მოცულობა საკმაოდ დიდია, მაღალია როგორც ფიზიკური პირებისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა, ასევე ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი. ჯერჯერობით დათვლა დასრულებული არ არის, მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მიახლოებით ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი ლარი როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე საჯარო სექტორისთვის”, – განაცხადა ნარმანიამ.