ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ასეთი ვითარება თბილისში არ ყოფილა

14 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილი: ასეთი ვითარება თბილისში არ ყოფილა

იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.


“გეტყვით, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს სარეაბილიტაციო სამუშაოების კუთხით, რათა რაც შეიძლება დროულად და ეფექტიანად აღმოიფხვრას [პრობლემები]. მოგვიანებით გაცნობებთ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა. დაიტობრა ქუჩები, დაზიანდა შენობები, სახლები. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. ასევე დაიტობრა თბილისის ზოოპარკი, რის შემდეგაც ტერიტორიიდან ცხოველები გაიქცნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი